პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევი საქართველოს შესახებ რეპორტაჟს მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევის – Bradt Travel Magazine-ის ფოტორეპორტიორს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი ჯულიან ელიოტი თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ქუთაისს, ენგურჰესს, მესტიას, უშგულს, მარტვილის კათედრალსა და მარტვილის კანიონს დაათვალიერებს. 9-დღიანი ტურის ფარგლებში ფოტორეპორტიორი საქართველოს ტურისტულ ადგილებს გადაიღებს და ბრიტანული ციფრული გზამკვლევისთვის ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, სადაც ქართული კულტურა, ქალაქები, სამთო კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება, ბუნება და სამზარეულო იქნება აღბეჭდილი.

პრესტურის მიზანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა. ციფრულ გზამკვლევს – Bradt Travel Magazine ყოველთვიურად 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინ გამოცემას ვებგვერდზე თვეში 120 ათასი მკითხველი სტუმრობს.

“პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, წარმოშობით ბრიტანელი მაგრამ საფრანგეთში ვცხოვრობ , ჩამოვედი საქართველოში რომ გადავიღო. ჩემთვის საინტერესოა ეს რეგიონი, რადგან მასზე ბევრი რამ წავიკითხე. მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ჩემი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრს გაუჩნდება სურვილი მოინახულოს საქართველო. ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს გამოაქვეყნებს ბრიტანული ჟურნალები და ბრიტანული გზამკვლევები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოებს აქვეყნებს. სვანეთის რეგიონს და მთლიანად საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოვუტან და მივაწვდი ადამიანებს ინფორმაციას ამ ულამაზესი მხარის შესახებ”, – განაცხადა ფოტორეპორტიორმა, ჯულიან ელიოტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები