საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 475 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 641 874.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.