კახა კალაძე: უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც
თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს თანაუგრძნობს.
“უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან.
უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.
ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას”, – წერს კალაძე.