როგორია კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 71 ადამიანი მკურნალობს, აქედან 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 050 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 163, ხოლო გარდაიცვალა 669 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები