რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ქალაქებს არ ბომბავს. ამის შესახებ მან დღეს გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
ზახაროვამ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-ისა და ევროპის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალა ყალბია.
“რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქებს არ ბომბავენ და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. NATO-ს სტრუქტურებმა რამდენი ვიდეოც უნდა დაამონტაჟონ და რამდენი ყალბი სურათიც უნდა გაავრცელონ, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს”, – განაცხადა ზახაროვამ.