ბრიტანელი პარლამენტარი: ჩვენ რომ ზომები მაშინ მიგვეღო, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, დასავლეთში მიმდინარე მოვლენების შეჩერებას შევძლებდით

ჩვენ რომ გადამჭრელი ზომები მიგვეღო მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სხვათა შორის, რუსეთს ამ ქვეყნის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, მოგვიანებით ჩვენ შევძლებდით, შეგვეჩერებინა დასავლეთში მოვლენების ესოდენ მტკივნეული განვითარება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა, ჯონათან ჯანოგლიმ განაცხადა.

მან საქართველოსა და უკრაინის ომებს შორის არსებულ კავშირზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსულ აგრესიაზე რეაქცია მოზომილი და რბილი იყო, რის შედეგებსაც დასავლეთი დღეს იმკის.

„2008 წელს საქართველოს დაპყრობა დასავლეთში მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მაშინ შემუშავდა ინტერვენციისა და თავდასხმის ის ხელწერა, რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ყირიმსა და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

ჩვენ რომ გადამჭრელი ზომები მიგვეღო მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სხვათა შორის, რუსეთს ამ ქვეყნის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, მოგვიანებით ჩვენ შევძლებდით, შეგვეჩერებინა დასავლეთში მოვლენების ესოდენ მტკივნეულად განვითარება“, – განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები