“რუსეთის ომის დანაშაულთა ტრიბუნალი უნდა გაიმართოს არა ნიურნბერგში ან ჰააგაში, არამედ – მარიუპოლში ან ხარკოვში” – რინკევიჩი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ რუსეთის ომის დანაშაულებების საერთაშორისო ტრიბუნალი მარიუპოლოში ან ხარკოვში უნდა გაიმართოს.
ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ში დაწერა.
“რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულთა ტრიბუნალი უნდა გაიმართოს არა ნიურნბერგში ან ჰააგაში, არამედ – მარიუპოლში ან ხარკოვში. დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ”, – წერს ედგარს რინკევიჩი.
მან დასძინა, რომ მოკავშირეებმა უკრაინას კიდევ უფრო მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ თავდაცვისთვის.
“საუბარია არა რუსეთის პროვოცირებაზე, არამედ – მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაზე“, – დაწერა მინისტრმა.