ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 17 მარტის კოვიდსტატისტიკა დეტალურად
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში დაფიქსირდა.
“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 50, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში – 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში – 137, აჭარაში – 40, იმერეთში – 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.