უკრაინაში დაღუპულებს პატივს ყოველდღიურად წუთიერი დუმილით მიაგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით რუსეთთან ომში დაღუპულ თანამემამულეებს პატივს ყოველდღიურად წუთიერი დუმილით მიაგებენ.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

წუთიერი დუმილი ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოცხადდება.

„დღეს ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან განკარგულებას ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილის შესახებ. ყოველ დილით, 09.00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიხსენებთ იმ უკრაინელებს, რომლებმაც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირეს“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები