პატრუშევი მიანიშნებს, რომ უკრაინამ ნეიტრალური სტატუსი კონსტიტუციის დონეზე უნდა დაადასტუროს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და მისი ნატო-ში შესვლის გამორიცხვა საქმით უნდა განმტკიცდეს.

ამის შესახებ პატრუშევმა გროზნოში თქვა, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეხვედრა გამართა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციით, რომელიც 1990 წელს საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად იქნა მიღებული, მუდმივ საფუძველზე განისაზღვრა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება, რომ ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სამხედრო ბლოკებში, არ აწარმოებდა, არ შეიძენდა ან მიიღებდა ბირთვულ იარაღს. უკრაინის 1996 წლის კონსტიტუცია ასევე იმეორებს დამოუკიდებლობის გამოცხადების ამ აქტს“, – განაცხადა პატრუშევმა.

მისი თქმით, „აქედან გამომდინარე, აუცილებელია უკრაინის ნეიტრალური სტატუსის მიღწევა საქმით, ნატო-ში შესვლის შესაძლებლობის გამორიცხვით“.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 2019 წლის 7 თებერვალს, მეორე მოსმენით, დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შეუქცევადობის შესახებ.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები