“გავიგეთ, რომ ნატო-ში ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ხალხი ამის გააზრებას იწყებს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს მიანიშნეს, რომ „ღია კარების“ პოლიტიკა უკრაინას არ ეხება.

ამის შესახებ მან ლონდონის Joint Expeditionary Force-ზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა “ღია კარის” შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გააზრებას იწყებს და იმედი აქვს საკუთარი თავის და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც გვეხმარებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ნატო-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ცის დახურვისკენ, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა დაბალია.

„უკრაინა ამჟამად არ აცხადებს პრეტენზიას ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ცა უნდა იყოს დაცული ისევე, როგორც ალიანსის ცა, მაგრამ გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს „მაგრამ“. როგორი იქნება ალიანსის პასუხი, თუ მათთან რუსული რაკეტები და თვითმფრინავები მიაღწევენ, ღმერთმა არ ქნას. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ლვოვის რეგიონს, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნატოს საზღვრებიდან 20 კმ-ში. რუსული დრონები უკვე ჩამოვარდა ალიანსის ტერიტორიაზე“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები