რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ონლაინრეჟიმში, განახლდა
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ონლაინ რეჟიმში განახლდა.
ამის შესახებ მედიას უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ განუცხადა.
ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მეოთხე რაუნდი გუშინ დაიწყო, თუმცა, რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, 15 მარტამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მანამდე, მოლაპარაკებების სამი რაუნდი პოლონეთ-ბელაურის საზღვართან გაიმართა.