სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი – “აეროფლოტმა” საერთაშორისო ფრენები განაახლა
რუსულმა ავიაკომპანია “აეროფლოტმა” (“Аэрофлот”) საერთაშორისო ფრენების შესრულება განაახლა.
ინფორმაცია კომპანიის საიტზე განთავსდა.
აღინიშნება, რომ 14 მარტიდან გადამზიდავმა განაახლა რეგულარული ფრენები ოშსა და ბიშკეკში (ყირგიზეთი). 15 მარტს კი დაიწყო ბილეთების გაყიდვა ბაქოსა და ერევნის მიმართულებით, სადაც 21 მარტიდან ყოველდღიური რეისები შესრულდება.
დაწსებული სანქციების გამო, “აეროფლოტმა” 8 მარტიდან ყველა რეისი გააუქმა.