უკრაინის პროკურატურა: ომს უკვე 97 ბავშვი შეეწირა, 100-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, სულ მცირე, 97 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ “ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვია კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონებში. ყოველდღიურად, სულ მცირე, 5 ბავშვი იღუპება“.

რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ადამიანების უმეტესობა მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, ასევე, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები