უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო

 

დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამსახურის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,
აქციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას და უკრაინაში გაგზავნას უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს.

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებს იწყებს. დღეს, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩავერთეთ, ასევე ვგეგმათ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას და გაგზავნას. სისხლის უანგარო დონაცია ის მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად”, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები