უკრაინაში ომს უკვე სამი ჟურნალისტი შეეწირა – სულ მცირე, 35 დაიჭრა

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრას სამი ჟურნალისტი შეეწირა, სულ მცირე, 35 დაშავდა.

ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ ტელეგრამში დაწერა.

მაგალითის სახით მან ტელეკომპანია Sky News-ის გადამღები ჯგუფი მოიყვანა.

“მთავარი კორესპონდენტი, სტიუარტ რემზი და მისი ოთხი კოლეგა კიევში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ტყვია რემზის ზურგში მოხვდა, ოპერატორი – რიჩი მოკლერი კი ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა,“ – დაწერა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, რუსული ჯარის სამინზეა სატელევიზიო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ოკუპანტები ცდილობენ კიევის, ლუცკის, რივნეს სატელევიზიო ანძების განადგურებას, დროებით ოკუპირებულ ქალაქებში მათ სატელევიზიო ანძები და სატელევიზიო სტუდიები დაიკავეს.

დენისოვამ  აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მკვლელობა და მათი მისამართით ცეცხლის გახსნა ჰააგის კონვენციისა და დეკლარაციის; ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების; ასევე, ხმელეთზე ომის წარმოების შესახებ კონვენციის უხეში დარღვევაა, რომლებიც ჟურნალისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები