უკრაინაში რუსეთთან ნებისმიერი თანამშრომლობა 15- წლიანი პატიმრობით დაისჯება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ვიცესპიკერი, ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს.
კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 111-1 მუხლი “თანამშრომლობითი საქმიანობა”, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აგრესორ სახელმწიფოსთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ან მის სამხედრო ან გასამხედროებულ ფორმირებებთან სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობისთვის.
სასჯელი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე დაშვების შეზღუდვას.
კანონი ასევე იძლევა პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციას საშუალებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციონიზმისთვის. ეს ეხება იურიდიულ პირებსაც.