თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარა იმაში, რომ მან შეძლო რუსი ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბევრად დიდხანს, ვიდრე მოსკოვში პროგნოზირებდნენ.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„ჩვენ გავუწიეთ დახმარება უკრაინელებს, რამაც მათ საშუალება მისცა, წინააღმდეგობა გაეწიათ იმაზე მეტხანს, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობა მოელოდა“, – თქვა ფსაკიმ.
კითხვაზე, როგორი იქნებოდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების დასასრული, ფსაკიმ თქვა: “დასასრულზე კითხვა არის პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მისი ეკონომიკა. მან თავად უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მისთვის მომავალი გზა.”