უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი: სამშვიდობო შეთანხმებას არაუგვიანეს მაისში მივაღწევთ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო შეთანხმებას რამდენიმე კვირაში მიაღწევენ.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უკვე მიღწეული იქნება, შესაძლოა, ბევრად უფრო სწრაფადაც. ან ერთ-ორ კვირაში დაიდება შეთანხმება ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რომ სიტუაციის შესაცვლელად რუსეთმა შესაძლოა სცადოს სირიაში დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში გადმოყვანა.

14 მარტს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ონლაინრეჟიმში გაიმართა. ბოლო შეხვედრის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნების საკითხზე არის „პოზიტიური წინსვლა“, მაგრამ, ჯერჯერობით, არ არის ისეთი შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები