კიევში დღეს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები ჩადიან

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები დღეს კიევში ჩადიან.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„პოლონეთის მინისტრთა საბჭოს (პოლონეთი) თავმჯდომარე, მატეუშ მორავიეცკი და ვიცეპრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერმინისტრ, პეტრე ფიალასა და სლოვენიის პრემიერმინისტრ, იანეზ იანშასთან ერთად, დღეს კიევში ჩადიან. ევროსაბჭოს წარმომადგენლების სახით ისინი შეხვდებიან პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, პრემიერმინისტრ დენის შმიგალს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღინიშნება, რომ ვიზიტი ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან არის შეთანხმებული.

“ვიზიტის მიზანია – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება, ასევე, მხარდაჭერის ფართო პაკეტის შეთავაზებაა”, – ხაზგასმულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები