ოკუპანტების მიერ კიევში კორპუსის დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევში კორპუსის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა – ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი, სვეტლანა ვოდოლაგა ავრცელებს.

“დღეს დილით, დილის 4:22 საათიდან დილის 5:51 საათამდე მტრის დაბომბვის შედეგად საბრძოლო მასალა მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში – ერთ კერძო სახლს ოსოკორკას რაიონში და მეორე მრავალსართულიან კორპუსს პოდოლსკის რაიონში. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით ორი დაღუპულისა და 35 გადარჩენილის შესახებ, ერთი საავადმყოფოშია”, – წერს ვოდოლაგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები