პენტაგონის მაღალჩინოსანი: პუტინმა უკრაინაში მობილიზებული რუსული ჯარის 100% შეიყვანა

უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი შეჭრის დროს რუსეთმა მთელი თავისი არმია და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, რომელიც ქვეყნის საზღვართან აგრესიის დასაწყებად იყო მობილიზებული. ამის შესახებ, CNN-ის ცნობით, ჟურნალისტებს 14 მარტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში უკვე “ყველა და ყველაფერი” შეიყვანა.

უკრაინის საჰაერო სივრცეში ვითარების შეფასებისას, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ საჰაერო უპირატესობას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსებმა ვერ მიაღწიეს, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ აქვთ უპირატესობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები