ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა

დღეს, დილით ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს უკრაინის დედაქალაქ კიევში. უკრაინის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება და უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებული.

“უკრაინა 24”-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ ორი აფეთქება მოხდა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები