30 ივლისი
1:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, პროექტ „უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის იმ სტუდენტებს დააჯილდოებს, რომელთაც კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. მისამართი: ფანჯიკიძის ქ. #1 (ყოფილი ბუდაპეშტის ქ. ჟვანიას მოედანთან)
11:00
მარნეულის ახლაგაზრდულ ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მსმენელებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
11:00
„Front News“–ის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
11:00
NEW
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე იქნება. თემა: “ბრალდების მასალები”.
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს;
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები;
12:00
ჯანდაცვის სამინისტროში (წერეთლის გამზირი N144) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემის თემასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი სექტემბრიდან სრულყოფილად ამოქმედდება, ბრიფინგს გამართავს.
12:00
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI Georgia) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (GYLA), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ და ახალ კვლევას წარმოადგენენ.
12:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სიმბოლურად, პლასტელინისგან დამზადებულ ბიუსტს აჩუქებს. საკონტაქტო ნომერი: 595 01 08 11
12:00
„Front News“–ის პრესკლუბში “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ხელმძღვანელი ბაჩუკი ქარდავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“, ბანკებითა და იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეების საკითხზე ბრიფინგს გამართავს;
13:00
„Front News“–ის პრესკლუბში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა; ტელ: 247 36 56; 595 032 032
13:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში, ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები; ვასილ მაღლაფერიძის – 2007 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერი და მის მიერ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება; სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა – არსებული გამოწვევები, საქმეების ავტომატურად გადანაწილების საკითხი; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მიზანშეწონილობა;
20:00
ფესტივალ „პოემუსის“ ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში – პერფორმანსი „ცისფერყანწელები“ (ქართული პოეზია და მუსიკა) გაიმართება.