დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით მობილიზებულია არსებული პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად და გზები ეტაპობრივად გაიწმინდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.