გაერო: უკრაინაში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 596 მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 43 ბავშვია
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულ ომს, სულ მცირე, 596 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათგან 43 ბავშვია.
ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტ ხერიამ ჟენევაში თქვა.
მისი ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 1067 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის 57 ბავშვია.