ოკუპანტებმა როვენსკის ოლქში სატელევიზიო ანძა დაბომბეს – ტელერადიომაუწყებლობა გათიშულია
რუსმა ოკუპანტებმა როვენსკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგად სატელევიზიო ანძა დაზიანდა.
ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კოვალმა განაცხადა, რომ, დაბომბვის გამო, ოლქში ტელერადიომაუწყებლობა გათიშულია.
„იმ დროს არ მეძინა. კვამლი ჩანდა. აფეთქების ტალღისგან მინები ჩაიმსხვრა, მე და ჩემი ოჯახი თავშესაფარში ჩავედით“, – იხსენებს ადგილობრივი.