მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა

მარიუპოლში ერთ-ერთი ორსული ქალი გარდაიცვალა, რომელიც სამშობიაროზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის დროს დაშავდა. ქალი იერიშის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ასია დოლინა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ეს ის ქალია, რომელიც დაბომბვის შემდეგ საკაცით გამოჰყავდათ სამშობიაროდან და რომლის ფოტოც მსოფლიომ იხილა.

ასია დოლინას ინფორმაციით, მისი ბავშვის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ამასთან, კიდევ ერთმა დაზარალებულმა ქალმა გოგონა გააჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები