უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დღეს გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რიგით მეოთხე რაუნდი დღეს გაიმართება, თუმცა, წინა 3 შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად, ონლაინ საუბარი შედგება.

როგორც უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ თქვა, მოლაპარაკება უკრაინის დროით 10:30 საათზე დაიწყება.

ამასთან, დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ მომდევნო რაუნდს “ფრთხილი ოპტიმიზმით” ეკიდება.

„ჩემი ფრთხილი ოპტიმიზმი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მათ ესმით, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და მათ არ ეყოფათ რესურსი, უპასუხონ იმას, რაც დაიწყეს”, – თქვა მან ABC-სთან ინტერვიუში.

პოდოლიაკის თქმით, ამჟამად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და მსოფლიოს ლიდერებმა უნდა „აირჩიონ მხარე“ – ვისთან არიან.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან გაიმართა, რომლის შედეგად მოხერხდა ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა, ასევე, დაზარალებული რაიონებისთვის პროდუქტებისა და წამლების მიწოდება.

ამასთან, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები