“ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა” – უკრაინის გენშტაბი
ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
14 მარტის 06:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, რესპუბლიკის სპეცრაზმელები უკრაინაში ომში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
12 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე შენარჩუნებულია.
13 მარტს უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინასთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღებას განაგრძობს.