ხარკოვის მერი: ქალაქი იბომბებოდა, როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა; მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერი ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო
„ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენ გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო და მზადაა, დაგვეხმაროს, რითაც შეძლებს”, – ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა „იმედის კვირას” განუცხადა.
“ჩვენ, ხარკოველებს ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან, საქართველოსთან. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ჩვენც, დღესასწაულებზე ყოველთვის გვსტუმრობენ დელეგაციები საქართველოდან. ხარკოვშია საქართველოს საპატიო საკონსულო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კახას ზარი. მინდა ქართველ ხალხს მივმართო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მხარს უჭერს მას სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველოს და უკრაინის მეგობრული და თბილი ურთიერთობები გაგრძელდება სულ, როგორც ეს ყოველთვის იყო“, – განაცხადა ტერეხოვმა.