უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები საავადმყოფოში მოინახულა.
პრეზიდენტმა ავადმყოფებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„მოვინახულე ჩვენი სამხედროები. ბიჭებო მალე გამოჯანმრთელდით. მჯერა, რომ თქვენი გამოწერისთვის საუკეთესო საჩუქარი ჩვენი ერთობლივი გამარჯვება იქნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.