ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ და საბოლოოდ მაინც გავიმარჯვებთ
“გვესმის, ახლა უკრაინაში 40 მლნ ადამიანს ძალიან უმძიმს, მაგრამ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ და საბოლოოდ მაინც გავიმარჯვებთ”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა გმირულად იბრძვის.
„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის, ფართომასშტაბიანი აგრესიის მეთვრამეტე დღეა. მტერმა 18 დღის განმავლობაში თითქმის 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ეს არის იმაზე მეტი დანაკარგი, ვიდრე მას ჰქონდა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში. რუსეთმა დაკარგა ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 74 თვითმფრინავი, 86 ვერტმფრენი. ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვას.
უკრაინას დავიცავთ, არ ვნებდებით, ერი არ ნებდება. უკრაინა გმირულად იბრძვის. 125 000 ადამიანის ევაკუაცია მოვახდინეთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მარიუპოლის დაცვაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მტერი ამ ქალაქიდან გავიდეს. მარიუპოლში უკვე გავაგზავნეთ 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.
გვესმის, ახლა უკრაინაში 40 მლნ ადამიანს ძალიან უმძიმს, მაგრამ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ და საბოლოოდ მაინც გავიმარჯვებთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.