„New York Times“-მა განაცხადა, რომ ირპენში მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი მათი თანამშრომელი არ არის

ამერიკულმა გამოცემა „New York Times“-მა განაცხადა, რომ ირპენში დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტი მათი თანამშრომელი არ არის. აღნიშნულის შესახებ განცხადება “New York Times”-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბრენტ რენოს სიკვდილის გამო. ბრენტი ნიჭიერი ოპერატორი იყო, რომელიც წარსულში “New York Times”-თან თანამშრომლობდა, უკანასკნელად 2015 წელს. ამჟამად მას უკრაინაში ჩვენი გამოცემისგან არანაირი დავალება არ ჰქონია“, – განაცხადეს “NYT”-ში.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის NYT-ის თანამშრომელი იყო დაკავშირებულია მასთან აღმოჩენილი ჟურნალისტის მოწმობით, რომელიც წლების წინ იყო გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები