რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი, ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი, იევჰენ მატვეიევი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს.

„დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაიტაცეს კიდევ ერთი დემოკრატიულად არჩეული უკრაინელი მერი, დნეპრორუდნოეს ხელმძღვანელი, იევჰენ მატვეიევი. ნულოვანი ადგილობრივი მხარდაჭერის მიღებით, დამპყრობლები ტერორს მიმართავენ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეაჩერონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, რუსმა საოკუპაციო ჯარებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინაში უკვე მეორე ქალაქის მერი გაიტაცეს. მანამდე მედიამ ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები