კიევი შესაძლო ბლოკადისთვის ემზადება – ქალაქში პროდუქტის ორკვირიანი მარაგის მობილიზება მოხდა

უკრაინის დედაქალაქში შესაძლო ბლოკადისთვის ემზადებიან. 2 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, პროდუქტების 2-კვირიანი მარაგის მობილიზება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქალაქი მოემზადა შესაძლო ბლოკადისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, რომლებიც საკუთარ სახლებში დარჩნენ, ვითარების დამძიმების შემთხვევაში მარტო არ დარჩებიან“, – აღნიშნავენ საქალაქო ადმინისტრაციაში.

მათი ცნობით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ეს იმისთვის გააკეთეს, რომ მაღაზიებმა და აფთიაქებმა იმუშაონ და ფასები ხელმისაწვდომი დარჩეს.

ქალაქის ადმინისტრაცია მადლობას უხდის უცხოელ და უკრაინელ პარტნიორებს, რომლებმაც მსხვილი და პატარა მაღაზიების საჭირო საქონლით უზრუნველყოფა უმოკლეს დროში შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები