იტალიაში უკრაინელების საევაკუაციო ავტობუსი გადაბრუნდა
იტალიაში ავტობუსის მონაწილეობით ავარია მოხდა, რომელშიც 20-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „Sky TG24“ ავრცელებს.
მათი ცნობით, საგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 7:00 საათზე, ქალაქ ფორლისთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ქალი. სხვა მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
🔴 #Bus #Ucraina, #vigilidelfuoco impegnati con due autogru per sollevare il mezzo ribaltato [#13marzo 9:30]#A14 Forlì-Cesena pic.twitter.com/avIfDarEci
— Vigili del Fuoco (@emergenzavvf) March 13, 2022