უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დაკეტეთ ცა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ლვოვის მახლობლად მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე თავდასხმას გამოეხმაურა.

“რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა!”, – წერს რეზნიკოვი “ტვიტერზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები