9 დაღუპული და 57 დაშავებული – რუსებმა იავორის პოლიგონი დაბომბეს

ლვოვის რაიონში, იავორის პოლიგონზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

„წინასწარ ინფორმაციით, ოკუპანტებმა 30-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და გარკვეული რაოდენობის რაკეტების ჩამოგდება მოხერხდა. ამ დროისთვის ხორციელდება ნანგრევების დაშლა და ხანძრის ჩაქრობა. არსებული ინფორმაციით, 57 ადამიანი ტრავმირებულია და ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან, 9 ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა კოზიცკიმ.

ლვოვის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავები გამოფრინდნენ რუსეთიდან, კერძოდ, სარატოვიდან შავი ზღვის აკვატორში და თავდასხმა იქიდან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები