ჰელსინკის კომისია აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას “Foreign Policy”-ი ავრცელებს.
„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებს“, – წერს კომისია.