უკრაინელ ლტოლვილებს პოლონეთში სწავლისა და მუშაობის უფლებას მისცემენ

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

კანონი არეგულირებს დახმარებას, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილები იღებენ, ასევე კანონიერს ხდის პოლონეთში მათ ყოფნას. კერძოდ, უკრაინელი ლტოლვილები იღებენ უფლებას იმუშაონ და მიიღონ სამედიცინო დახმარება.

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ პოლონეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები