რაულ ხაჯიმბა რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის მომხრეა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის მომხრეა. როგორც ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ამ პროცესს ქართული მხარე ეწინააღმდეგება.
„ჩვენ რკინიგზის გახსნის მომხრე ვართ და ასევე ვართ მომხრეები იმისა, რომ ამ რკინიგზამ აფხაზეთს დივიდენდები მოუტანოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ქართული მხარე და მისი დასავლელი მფარველები თითქოს ამ სამუშაოს ჩატარების აუცილებლობას დეკლარირებენ, თუმცა სინამდვილეში სრულებით ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს”, – აცხადებს ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები