„რუსული მხარე თავად არ არის დაინტერესებული, რომ აფხაზეთი თავის სახელმწიფოებრიობაში მოაქციოს“

აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, მისი თქმით, რუსული მხარე თავად არ არის დაინტერესებული, აფხაზეთი თავის სახელმწიფოებრიობაში მოაქციოს. ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზეთმა გეზი რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირისკენ აიღო.
„დღეისათვის არის მხოლოდ ერთადერთი პოზიცია – ეს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირია, მით უფრო, რომ რუსეთის გარდა ჩვენთვის ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის შესაძლებლობები არავის შეუქმნია. ამიტომაც ვსაუბრობთ მეტ ინტეგრაციაზე ერთობლივ სტრუქტურებში, რომლებიც ჩვენ ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, რუსული მხარე თავად არ არის დაინტერესებული, აფხაზეთი თავის სახელმწიფოებრიობაში მოაქციოს”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები