მოსკოვის ოლქში კომისარიატის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში, მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო უკრაინულ “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება.

უცნობმა თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად, პირველ ყოვლისა, წვევამდელების პირადი საქმეების არქივის განადგურება სურდა.

„უკრაინელები ეცოდინებათ, რომ რუსეთში მათთვის იბრძვიან, ყველას არ ეშინია და ყველას არ არის გულგრილი. ჩვენი აქციის მონაწილეები უნდა იყვნენ შთაგონებულნი და უფრო გადამწყვეტად იმოქმედონ. ამან კიდევ უფრო მეტად უნდა დაასუსტოს რუსული ჯარისა და ხელისუფლების სული. უნდა იცოდნენ, რომ მათ საკუთარი ხალხი ვერ იტანს. მალე მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება, ჯოჯოხეთი სახლშიც ელით”, – აცხადებს უცნობი პირი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები