Philip Morris-ი რუსეთში ინვესტიციებს წყვეტს და პროდუქციის წარმოებას ამცირებს
ამერიკული თამბაქოს კომპანია – Philip Morris International Inc რუსეთში ინვესტიციების ჩადებას წყვეტს და პროდუქციის წარმოებას ამცირებს.
ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ “გააგრძელებენ ვითარების მონიტორინგს”.
ამასთანავე, PMI-ის მენეჯმენტი გმობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
“სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ამჟამად იტანჯებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტს თამბაქოს მწარმოებელი ბრიტანული კომპანია – Imperial Brands-ი.
როგორც Imperial Brands-ის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე, თამბაქოს საწარმოები დაიხურება.