IAEA: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევა არაა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო “ტვიტერ”-ზე წერს, რომ უკრაინამ მათ უკვე აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ენერგიის დაკარგვის შესახებ.
მათი თქმით, ეს არღვევს უსაფრთხოების ძირითად პრინციპს, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას.
ასევე, IAEA წერს, რომ ვერ ხედავს უსაფრთხოების კრიტიკულ დარღვევას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.