უკრაინის დაზვერვა იმ რუსი მფრინავების სიას აქვეყნებს, რომლებიც ბელარუსიდან უკრაინის დაბომბვას გეგმავენ
უკრაინის დაზვერვამ იმ რუსი მფრინავების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქების დაბომბვას გეგმავენ.
ამის შესახებ “ფეისბუქზე” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური წერს.
“ყველა უკრაინელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ იგრძნობთ უკრაინელი ხალხის რისხვას. გპირდებით, არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.