ნათელაშვილი ინჯიას განცხადებას “მოღალატეობრივს” უწოდებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „მოღალატეობრივს“ უწოდებს ფრიდონ ინჯიას განცხადებას რუსეთის საბანკო სისტემა Мир-თან საქართველოს მიერთებაზე.
„აი, ასეთ მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებას შიგ პარლამენტში ვერ გაბედავდნენ ყველაზე აღვირახსნილი რუსეთის აგენტი დეპუტატები უკრაინის და ბელორუსიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც კი“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.
“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს უნდა შეუერთდეს.