პაატა მანჯგალაძე: ევროპა აუცილებლად მოითხოვს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების სავალდებულო შესრულებას
“ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მთელი რიგი შეღავათები დაჩქარებულ პროცედურებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს მოუწევს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ევროპა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების სავალდებულო შესრულებას აუცილებლად მოითხოვს.
„საქართველოსთან დაკავშირებით დადგება საკითხები, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული. ამას აუცილებლად მოითხოვს ევროპა, როგორც სავალდებულო შესასრულებელ პირობას. ვფიქრობ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მთელი რიგი შეღავათები დაჩქარებულ პროცედურებთან დაკავშირებით და საქართველოს მოუწევს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრება ქვეყანაში“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.