“მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელდება” – გიგი უგულავა მიმდინარე პროცესებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ, მისი აზრით, ომი დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც უგულავა ამბობს, ახლა დაახლოებით 1943 წლის ბოლოა, როდესაც უკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ გერმანია დამარცხდებოდა.
მისი თქმით, ამ ომში მკაფიო დამარცხებული რუსეთი იქნება.

“მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს იმ მოცულობის ომია, სადაც შუალედური გამოსავალი, როგორიცაა სტატუს ქვოს აღდგენა ან უკრაინის სეპარაცია და მუდმივი დაბალი ინტენსივობის პარტიზანული კონფლიქტები – ახლა არ მოხდება. აქ გამარჯვებულზე მეტად მკაფიო დამარცხებული რუსეთი იქნება, როგორც მეორე მსოფლიო ომში გერმანია და ეს მოხდება წელს. ახლა დაახლოებით 1943 წლის ბოლოა, როცა უკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ გერმანია დამარცხდებოდა, გარდა თავად გერმანიისა. სამწუხაროდ, ისტორიულად ასეა, ყველა ბოროტი დიქტატორული რეჟიმის მსხვრევა უამრავი ადამიანის სიცოცხლის და უბედურების ფასად ხდება”, – წერს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები